გაერო ლიბიაში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაოების გამო "თავზარდაცემულია" - Palitra News

გაერო ლიბიაში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაოების გამო "თავზარდაცემულია"

2020-06-12 09:22:02+04:00

გაერო-ს მხარდაჭერის მისია ლიბიაში (UNSMIL) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის „თავზარდაცემულია“ ქვეყანაში რვა მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენით.

"გაერო-ს მხარდაჭერის მისია თავზარდაცემულია რვა მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება გარდაცვალების შესაძლო უკანონო ფაქტებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია გაეროს მისიის განცხადებაში.

ცნობისათვის, გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა აცხადებს, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ხალიფა ხაფთარის კონტროლისგან გაათავისუფლეს, 8 მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, უმეტესობა მათგანი ქალაქ ტარჰუნაშია. გარდაცვლილი პირებისა და დანაშაულის ჩამდენის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია