გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ირანს არასრულწლოვნების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის გამო აკრიტიკებს.
გაეროს ექსპერტი ჯავად რეჰმანი, რომელიც ირანში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ წელს ირანში სიკვდილით 18 წელს მიუღწეველი 2 პირი დასაჯეს. მისივე თქმით, 2018 წელს ირანში 7 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში. რეჰმანის ინფორმაციით, წელს სიკვდილის დასჯა 90 ისეთ ადამიანს ემუქრება, რომლებიც სავარაუდო განაჩენის ჩადენის დროისთვის არასრულწლოვნები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სიკვდილის დასჯის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ირანში ფიქსირდება. კერძოდ, 2017 წელს სიკვდილით 503 ადამიანი დასაჯეს, 2018 წელს კი სასიკვდილო განაჩენი 253 მსჯავრდებული მიმართ აღასრულეს.