გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, გაეროს კორონავირუსთან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ.
გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმია, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2020 წლის 31 მარტს შექმნა. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.
"აღნიშნული დახმარება საქართველოში გაეროს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში", - ნათქვამია საქართველოს გაეროს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.