აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ გაერო-ს ოფიციალურად აცნობა. ცნობისათვის, 7 წელზე მეტია აშშ ჯანმო-ს წევრი ქვეყანაა.
დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანმო ჩინეთის "მარიონეტობაში" დაადანაშაულა.