კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მსოფლიო ეკონომიკისთვის 2020 წელს ორნახევარჯერ უარესი აღმოჩნდა, ვიდრე 2009 წლის ფინანსური კრიზისი. ამის შესახებ საუბარია გაეროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური სიტუაცია და პერსექტივები“.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,3%-ით შემცირდა, რაც ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
ამასთან, მათივე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს მოხდება 4,7%-იანი აღდგენა, რომელიც სავარაუდოდ, ვერ დააკომპენსირებს 2020 წლის დანაკარგებს.