2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შენელდა. ამის შესახებ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარატმენტისა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების „კონფერენციის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,3%-მდე შემცირდა. ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ.
ამავე კვლევის თანახმად, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5% იქნება, თუმცა, საინვესტიციო გეგმებზე გავლენას სხვადასხვა პოლიტიკური გარემოებები მოახდენს.