გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების დოზების 75% მხოლოდ 10 ქვეყანას აქვს გამოყენებული, 130 ქვეყანას კი ჯერჯერობით ვაქცინის არც ერთი დოზა არ მიუღია.
„მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება ვაქცინაციის გლობალური გეგმა, იმისთვის, რომ გაერთიანდეს ყველა, ვისაც გააჩნია საჭირო ძალა, სამეცნიერო ცოდნა, წარმოება და ფინანსური შესაძლებლობები,”- აღნიშნა გუტერშმა.
„თუ გლობალურ სამხრეთში ვირუსს ტყის ხანძრის მსგავსად გავრცელების საშუალება ექნება, მისი მუტაცია კვლავ და კვლავ მოხდება. ახალი ვარიანტები შეიძლება უფრო გადამდები და მომაკვდინებელი გახდეს და, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მიმდინარე ვაქცინების და დიაგნოსტიკის ეფექტურობას. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს პანდემია, რაც საშუალებას მისცემს ვირუსს გლობალურ ჩრდილოეთში დაბრუნდეს,” - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.