"სემეკის" სხდომაზე ტრანსპორტირების კომპანიისათვის გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე მსჯელობენ. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზეც იმსჯელა. საუბარია, როგორც თბილისის ასევე, რეგიონებისთვის მიმწოდებელ კომპანიებზე. სემეკის კომისიის წევრი გოჩა შონია განმარტავს, რომ მიწოდების ტარიფი მთლიანად დამოკიდებულია გაზის ღირებულებაზე, რომელსაც თავის მხრივ ვალუტის კურსი განსაზღვრავს.