საქართველომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მწვანე ზონიდან ყვითლისკენ გადაინაცვლა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
გაბუნია განმარტავს, რომ დღევანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორისაა.