გადატვირთულ საბავშვო ბაღებს უახლოეს დღეებში დამატებითი პერსონალი დაემატება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმის თემურ თორდინავას განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს აღსაზრდელების მიმართ უფრო მაღალ კონტროლს. მისივე თქმით, განტვირთვის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.