"გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო სტრასბურგის მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარიც დოკუმენტზე მითითებული არაა" - ამ განნცხადებით ეხმაურება იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. თეა წულუკიანმა სპეციალური განცხადება კანცელარიაში გვიან ღამით გააკეთა. მისი თქმით, "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოსგან შეტანილ საჩივარით მოითხოვა შემდეგი: პირველი - საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება მანამ, სანამ ევროსასამართლო შეტანილ საჩივარს არსებითად არ განიხილავს და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, მეორე - აეკრძალოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს "რუსთავი 2"-ის დახურვა და მესამე - აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.
ასევე იხილეთ:რა მოხდება, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა არ აღასრულებს? - იურისტის შეფასება
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პირველი კომენტარი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ