21:30
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
გადატრიალება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში - ასეთ დროს ვითარდება თირკმლის უკმარისობა, გულის შეტევები, რეტინოპათია, რაც სიბრმავეს იწვევს
09-02-2019

ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელთა განცხადებით, ხელოვნურად შექმნილი სისხლძარღვთა სისტემა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში გადატრიალებას მოახდენს.

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლძარღვთა ბაზალური მემბრანა ანომალურად მსხვილდება. ეს გასქელება და საზოგადოდ მიმდინარე ანგიოპათია არღვევს ჟანგბადის გადატანის პროცესს, უჯრედებისა და ქსოვილების საკვები ნივთიერებებით მომარაგებას . ანგიოპათიის შედეგად სხვადასხვა პრობლემა ვითარდება: თირკმლის უკმარისობა, ინსულტი, გულის შეტევები, რეტინოპათია ,რომელიც სიბრმავეს იწვევს და სხვა პრობლემები.

სპეციალისტებმა ღეროვან უჯრედებს სისხლძარღვებად ფორმირება აიძულეს. მიღებული ხელოვნური სისხლძარღვები მათ მოათავსეს ისეთ გარემოში, რომელიც დიაბეტით დაავადებული ორგანიზმის არის ანალოგიური იყო. აღმოჩნდა, რომ ხელოვნურად შექმნილი სისხლძარღვების მემბრანამ ისეთივე გასქელება დაიწყო, როგორც დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი. მაშინ მეცნიერებმა დაიწყეს იმ მექანიზმებისა და შენაერთების ძიება, რომლებიც შეაჩერებდა ამ პროცესს. შესაფერისი ნივთიერება აღმოჩნდა ენზიმ y–სეკრეტაზა. ექსპერტთა აზრით, ენზიმ y–სეკრეტაზას აქტივობის შეფერხებით შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობის რამდენადმე გაუმჯობესება.

გარდა ამისა, მეცნიერებმა მიიღეს უნივერსალური ტესტ-სისტემა,რომელიც სპეციალისტებს გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიურ დაავადებათა სამკურნალო ბევრი პრეპარატის შემოწმების საშუალებას მისცემს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლალუკა
10-02-2019
სანამ მაგას ქართველი ექიმები ისწავლიდეს, საუკუნე გავა ისევ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სრული სიბეცე ქართულ მედიცინაში. ისევ ძველები თუ რამეს ისწავლიან და ხალხს შეღავათს მისცემენ, ახალგაზრა ექიმებში და ექთნებში საშინელი მდგომარეობაა. 0.
სხვა სიახლეები