სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდ 300 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები შევიდა.ამასთან, მიმდინარე წლის სამი თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში, 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა და 119 მილიონი ლარით ანუ 4.8%-ით გადააჭარბა პირველი კვარტლის გეგმურ მაჩვენებელს.2 მილიარდ 600 მილიონი ლარიდან 90% ანუ 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლებია, 177 მილიონი ლარი გრანტები, 86 მილიონი ლარი კი სხვა შემოსავლები.რაც შეეხება შესრულებას წლიურ გეგმასთან მიმართებაში, სამ თვეში გეგმური სახელმწიფო შემოსავლების 24.6%-ია მობილიზებული.