გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს - გარდაცვლილის ბიძა - Palitra News

გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს - გარდაცვლილის ბიძა

2017-11-26 17:32:28+04:00

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ზაურ აბულაძის ბიძა ბესო აბულაძე გამოძიებას მიმართავს. როგორც ბესო აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის გამო დეტალურ გამოძიებას ითხოვენ. მისი თქმით, დამნაშავის დადგენის შემთხვევაში, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.