ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ნახეთ როგორ გამოიყურება გადამწვარი ისნის ბაზრობის კადრები ხანძრის მეორე დღეს.