„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36%, ანუ სამჯერ მეტს ართმევს, რაც მისივე შეფასებით, პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს. ზუსტად ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს კანონმდებლობის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მწვავეს და ყველანაირად ვეცდებით ვაიძულოთ, რომ ეს დასახული ღონისძიებები, რაც შეიძლება სწრაფად გატარდეს