"გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე" - "ვიზეარი" ლარნაკას აეროპორტში ჩარჩენილ ქართველებს - Palitra News

"გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე" - "ვიზეარი" ლარნაკას აეროპორტში ჩარჩენილ ქართველებს

2018-01-03 16:21:43+04:00

გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე - ასე პასუხობს ვიზეარი ლარნაკას აეროპორტში ჩარჩენილ ქართველებს. კომპანიის განმარტებით, ლარნაკას აეროპორტიდან ქუთაისში მომავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდნენ. მათ განცხადებაშია ნათქვამია, რომ მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე. ამას გარდა, მგზავრები გადაიხდიან ფრენის შეცვლის საფასურს და სხვაობას გასული და მომდევნო რეისის ბილეთს შორის, თუკი ასეთი იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 9 მოქალაქემ, 20 საათი ლარნაკას აეროპორტში გაატარა და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის დაბრუნდებიან სამშობლოში. მათი თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.