ექიმები აცხადებენ, რომ გრიპის პიკმა უკვე გადაიარა და H1N1-ის ვირუსით ნაკლები ადამიანი ავადდება. მათი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები ისევ გადატვირთულია, მაგრამ მოქალაქეებს ძირითადად სეზონური გრიპი უფიქსირდებათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ რომ 10 ათასობით მოქალაქემ H1N1 ტიპის ვირუსი გართულების გარეშე გადაიტანა.