07:41
23 ნოემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
გადაეჩვიეთ ტუჩების დასველების მავნე ჩვევას, მიიღეთ ბევრი სითხე... - როგორ ვუმკურნალოთ ტუჩის სიმშრალეს და რა უნდა შეზღუდოთ საკვებ რაციონში?
24-01-2019

თუ ტუჩები გიშრებათ და გისკდებათ, აუცილებელია გამოირიცხოს ანემია, შესაძლოა მიზეზი B2 ვიტამინის ნაკლებობა იყოს. პირველ რიგში გადაეჩვიეთ ტუჩების დასველების მავნე ჩვევას. ეცადეთ სწორად იკვებოთ: მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი C, E და B ვიტამინისა და რკინის შემცველი პროდუქტები. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

• გამოიყენეთ ბალზამი ტუჩებისთვის. ყველაზე კარგია, თუ მის შემადგენლობაში იქნება კაკაოს ზეთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგს მასზე ალერგია აქვს. აუცილებელია,რომ ტუჩებზე ბალზამი ხშირ-ხშირად წაისვით.

ასევე კარგია ჰიგიენური პომადის ხშირი გამოყენება;

• შეზღუდეთ ალკოჰოლის, ყავის, ცხარე საკვების, ციტრუსების, უხეში პურის და ორცხობილის მიღება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები