12:50
7 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში - ილია მეორე
03-04-2016
7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.

დღეს კი პატრიარქმა მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა აუტიზმის მქონე ბავშვები, ასევე, სახალხო მედიცინის წარმომადგენლები დალოცა. საზეიმო წირვას სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
AutoPlay
მოიხადა თუ არა ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ინციდენტისთვის ბოდიში – "დემოკრატიული მოძრაობა" რუსულ მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"ძვირფასი ბავშვი იყო..." - ქარელის მუნიციპალიტეტში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს გამოკითხვაზე, რისთვისაც მრცხვენია - ნიკა გვარამია
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ნარკოტიკების საქმეზე დაკავებული რომან მალანია დუმილს არღვევს - ეკუთვნის თუ არა ბერს ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები აღმოაჩინეს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები