გადაბრუნებული "მარშუტკა" ორთაჭალაში - BMW-სა და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსის შეჯახებისას 8 ადამიანი დაშავდა - Palitra News

გადაბრუნებული "მარშუტკა" ორთაჭალაში - BMW-სა და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსის შეჯახებისას 8 ადამიანი დაშავდა

2017-07-01 13:00:46+04:00

თბილისში, ორთაჭალაში, რესტორან "ასტორიასთან" ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მირკოავტობუსში“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში უკვე გაწერეს, ხოლო 3 კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აქვთ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დაშავებულებს სახლში დღის ბოლომდე გაწერენ.