გადაარჩინეთ მსოფლიო ისე, როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენას ცდილობთ - ასე მიმართა შვედმა აქტივისტმა თინეიჯერმა გრეტა თუნბერგმა სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას ლიდერებს. თუნბერგი გლობალური დათბობის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობის ლიდერია.
"მსოფლიომ ნახა როგორც დაიწვა ნოტრ დამი პარიზში. ზოგი შენობა იმაზე მეტია ვიდრე შენობა, თუმცა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აღდგება. ვიმედოვნებ, რომ მისი საძირკველი ძლიერია, ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საძირვკველი უფრო ძლიერია, თუმცა, ვშიშობ რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა აქტივისტმა და აღნიშნა რომ დედამიწას გადარჩენა სჭირდება.
შეგახსენებთ, 16 წლის გრეტა თუნბერგმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოძრაობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. მისი ორგანიზებით პარასკევობით მსოფლიოს არაერთ ქალაქში სკოლის მოსწავლეების გაფიცვა გაიმართა.