გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს - Palitra News

გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს

2020-11-24 14:57:20+04:00

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებათაშორის საბჭოს, დღეის მდგომარეობით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

მისივე თქმით პირბადის მოხმარების თვალსაზრისით ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება.როგორც ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ასევე განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება.