ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ძლიერი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციიტ ადგილზე მაშველთა 26 ბრიგადა მუშაობდა. მათი ნაწილი ამ დრომდე შემტხვევის ადგილზე რჩება, რადგან ცეცხლის საბოლოო ჩაქრობამდე გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი. ცეცხლი ბავშვთა სამყაროში დაახლოებით ღამის სამ საათზე გაჩნდა და მალევე მთელ ტერიტორიას მოედო. გავრცელებული ინფორმაციით შენობა და მასში განტავსებული სავაჭრო ობიექტები და საწყობები მათ შორის ე.წ. ოქროს ბირჟა მთლიანად დაიწვა. დაზარალებული მოვაჭრეუბი ასეულობით ათასიან ზარალზე საუბრობენ.