აფეთქების შეედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ის "იმედის" კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხი წლის ბიჭია. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. ექიმების თქმით,112-ის ბრიგადის მიერ, კლინიკაში ბავშვი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში შეიყვანეს. მას გული ჰქონდა გაჩერებული და აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბავშვს დაზინებული ჰქონდა ასევე თავის ტვინის გარსი. გულის რიტმის აღდგენა კლინიკაში მიყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, დაახლოებით ნახევაარ საათში პროფილური სისხლდენის შემდეგ კვლავ განვითარდა გულის გაჩერება, რის შემდეგაც ექიმებმა გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ შეძლეს.