ბოდიშის მოხდას მნიშვნელობა აქვს ერთხელ, ორჯერ. ყველაფერზე თუ ბოდიში იხადე, არ გამოვა, ეს ქვეყანაა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7 vs 1” შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, გიორგი გახარიას ხომ არ „უჩალიჩებენ“, ჭიჭინაძემ ასე უპასუხა: „მთელი ტრაგედია ეს არის, მთელი ძალოვანი უწყების მაკონტროლებელი ადამიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პირველი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს „მიჩალიჩებენო“. ვინც ამას ლაპარაკობს, ჩათვალეთ, მისგან ლაპარაკობს“. მისივე შეფასებით, თუ გახარია არის ყველაფრის მაკონტორლებელი, უსაფრთხოების საბჭო მას ჩავაბარეთ და ეს ადამიანი ასე მარტივად ეგება ამ ყველაფერზე, მაშინ საშინელ მდგომარეობაში ვყოფილვართ.