ევროკავშირმა ბელარუსის მიმართ მეტი სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს, რადგან მინსკს საზღვარგარეთიდან მიგრანტები ჩაჰყავს იმისთვის, რომ ბლოკის ქვეყნებში არალეგალურად გამოაგზავნოს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
”როდესაც ლტოლვილებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ...მე ვისაუბრებ ჩემს კოლეგებთან, რათა ევროკავშირს ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია”, - აღნიშნა ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
მისი თქმით, ბელარუსი, მიგრანტებს ევროკავშირზე ზეწოლის განხორციელების საშუალებად იყენებს.
”ჩვენ ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ იმ რეჟიმების მიმართ, რომლებიც იყენებენ ამ სახის იარაღს, პირველ რიგში სანქციებით, როდესაც ამ ტიპის ჰიბრიდული შეტევები გამოიყენება ევროკავშირის წინააღმდეგ”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
შეახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ, უკანონო მიგრანტების ქვეყანაში შესვლის აღსაკვეთად, ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ 550-კილომეტრიანი ბარიერის მშენებლობა დაიწყო. ბელარუსი აცხადებს, რომ არ ეწინააღმდეგება ლიეტუვას გადაწყვეტილებას.