გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, სავარაუდოდ, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა. სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე წუთის პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილი მივიდა. სპეცოპერაცია უკვე დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. გათიშულია ელექტროენერგია და გაზი. არსებული ინფორმაციით, პოლიცია და სპეცრაზმი ტერორიზმში ბრალდებული ორი პირის აყვანას ცდილობს, ისინი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან.