თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია და ამ ეტაპზე ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.