ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გააქტიურებული ვულკანის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ვულკანის სიახლოვეს ბიძგები უფრო და უფრო აქტიურდება. ამიტომ ხელისუფლებამ აგუნგის მთისგან 9 კილომეტრის რადიუსში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. მან ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკაონ კემპინგისა და ლაშქრობისაგან, ვინაიდან ეს ადგილი სეისმურად აქტიურია. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ამ დროისთვის უკვე 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა და მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ბოლოს აგუნგის ვულკანი 1963 წელს ამოიფრქვა, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.