საქართველოში შესაძლოა ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრადოს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განაცხადა. ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და ტარიფს 50%-მდე დაწევს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მიიღოს. მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ იმპორტირებული ხორბლის დიდი წილი რუსეთზე მოდის და ბაზრის დივერსიფიცირება აუცილებელია. რაც შეეხება პურის ფასს, მეხორბლეთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ყაზახური ხორბლის საქართველოში ხელმისაწვდომ ფასად შემოტანა პურზე ფასს ვერ შეამცირებს, მაგრამ, ხელს შეუწყობს პურზე ფასის სტაბილურობას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახური ხორბლის იმპორტის შესაძლო ზრდა თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟენის კასიმბეკთან ერთად განიხილა და ინიციატივა ძალაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყაზახეთში მომავალი ვიზიტის დროს შევა.