საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ხელისუფლება სავარაუდოდ, 200- ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. მისივე თქმით, ამასთან ერთად, მთავრობა ახალი ღონისძიებათა პაკეტის წარმოდგენას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ მან ბიზნესსექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.