გააგონეთ მსოფლიოს ხმა - ასე მიმართეს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლებმა მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე შექმნილი ვითარების გასაცნობად დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და რუსული ოკუპაციისგან დაცვა სთხოვეს. გუგუტიანთკარის მცხოვრებლები იძულებულები არიან წლების წინ აშენებული სახლები დაშალონ, რადგან მათი საკუთრება, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ექცევა. საკუთარი ნივთების გასატანად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ სამდღიანი ვადა მისცეს.