თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე იკითხება პროკურატურის მოწმე, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი გელაზონია.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.