მთავრობამ „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ანგარიშვალდებულ პირებს თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენასა და მართვაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეროვნულ დონეზე და სექტორების მიხედვით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანების რისკების შეფასება. ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების რისკი - დაბალი.
რაც შეეხება სექტორებს, ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების რისკი ყველაზე მეტად სათამაშო ბიზნესში არსებობს. კერძოდ, ამ სექტორში რისკი შეფასდა როგორც საშუალო-მაღალი. ამასთან, საბანკო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და უძრავი ქონების ბაზარზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო.
ხოლო რისკი ყველაზე დაბალია - სადაზღვევო საკრედიტო კავშირების სექტორში, ასევე სანოტარო, საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების სფეროებში. სხვა სექტორებში კი ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო-დაბალი.