ფულის გათეთრებაზე შემოწმებისას 2018 წელს 6 კომერციული ბანკი დაჯარიმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.მათივე ცნობით, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, შეირჩა და შემოწმდა 6 კომერციული ბანკი, დაკისრებულმა საჯარიმო სანქციებმა კი ჯამურად, 596 ათასი ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა 38 ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადგილზე ინსპექტირება. ხოლო დაკისრებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 748 ათას 300 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა. 2018 წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა 4 საბროკერო კომპანიის და 4 რეგისტრატორის შემოწმება, სადაც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 107 ათას 500 ლარი შეადგინა.