ხმაური ზუგდიდში - დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრას დაპირისპირება მოყვა. შენობის გარეთ შეიკრიბნენ ის დევნილები, რომელთა თქმით, სიაში ვერ მოხვდნენ და ბინებს ვერ მიიღებენ. დევნილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართებს 144 დევნილ ოჯახს გადასცემს. 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.