22:00
23 ოქტომბერი, 2018, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ფული, მობილური ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები - 3 ქართველი ბინის ქურდობისთვის ესპანეთში დააკავეს
13-01-2018

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, - ამის შესახებ გამოცემა "ელ პაისი" წერს.

პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობდნენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ექვსი სახლის გაძარცვა. მათ აქედან ორი სახლი ალიკანტეში, ხოლო ოთხი მადრიდში გაძარცვეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი - ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება გრძელდება და როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

AutoPlay
გიორგი ვაშაძე: "ქვეყანას უკვე იმიჯი აქვს ბოლომდე შელახული საერთაშორისო ასპარეზზე"
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საუდის არაბეთის მეფემ სტამბოლში მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ოჯახის წევრებს უმასპინძლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გრიგოლ ვაშაძე ბათუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასურეთში - გერმანელების მიერ XIX საუკუნეში აგებული ეკლესია, სახლები და სასაფლაოები პირვანდელი სახით აღდგება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ვართ გადმონაშთი ჯერ კიდევ"
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
7 ნოემბრის საქმე - ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები