რუსთავში, კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის "გავიგუდეთ" აქტივისტებმა და მოქალაქეებმასაპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ჯეოსთილი" ფილტრების გარეშე მუშაობს და ქალაქს მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს."დააყენე ფილტრები-გავიგუდეთ!" - ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, დააყენონ ფილტრები და შეწყვიტონ გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურება.