2019 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით მეტია. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 2019 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მილიონ 500 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, 2018 წლის მარტში ეს თანხა 21 მილიონი დოლარი იყო.