ივლისში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 19.3 პროცენტით ანუ 23 მილიონ 300 ათასი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 144 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 352 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2018 წლის ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 43 მილიონი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა საბერძნეთი 15 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ.ამასთან, ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 46 მილიონ 300 ათასი ლარი გადაიგზავნა.