ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად აღარ ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. კანონის ამოქმედების მომენტისათვის ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, 2018 წლის 12 ივლისამდე მოიწევთ ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.