ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყების მიერ, დაკავებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათ ბრალი ედებათ თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდება.