ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 5 პირი დააკევს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ფიზიკურ პირებზე ფსიქოტროპულ წამლებს, რეცეპტის გარეშე ყიდდნენ, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას. ბრალდებულებმა კანონდარღვევით ჯამში დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი გაყიდეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.