ფსიქოლოგის აყვანაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - Palitra News

ფსიქოლოგის აყვანაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

2020-07-24 16:40:28+04:00

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლებელია, ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამის შესახებ თამაზაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი შეიძლება იყოს მუქარა, ძალადობა ან ზეწოლა.

ბიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, ბევრს არაფერს ნიშნავს.

ამასთან, როგორც ბაჩალიშვილის ბიძა აღნიშნავს, მანქანა სადაც აღმოაჩინეს, მიუდგომელი ადგილი არ არის, თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ.

მისივე თქმით, ეჭვს ბადებს ბაჩალიაშვილის საფულეში აღმოჩენილი წერილიც.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.