ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სავარაუდოდ, 20 მაისს გაიხსნება. როგორც ახმეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის აღდგენითი სამუშაოები მარტის ბოლოდან დაიწყება. მათივე ინფორმაციით, თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ განახორციელებს. საგზაო სამუშაოებზე სამი წლის განმავლობაში მილიონ 236 791 ლარი დაიხარჯება. საქართველოს საგზაო დეპარტამენტის განცხადებით, თუშეთის გზის შეკეთების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წელს - 410 000 ლარია გათვალისწინებული. თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება.