პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენის ზრდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. გახარიას თქმით, პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად.
როგორც პრემიერმა განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება და აქვე ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან.