საპენსიო სააგენტოს სახელით სოციალურ ქსელში ახალი თაღლითური ვებგვერდი ვრცელდება, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი დაგროვებული პენსიის შემოწმებას სთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში კი საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს.საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგის შესამოწმებლად საბანკო ბარათის ან ანგარიშის ნომერი საჭირო არ არის. ამასთან, სააგენტო აფრთხილებს ყველა მომხმარებელს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს.შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააგენტოს სახელით მსგავსი თაღლითური ვებგვერდი იქმნება. თუმცა, როგორც ცნობილია, წინა შემთხვევები უკვე აღმოიფხვრა.