დღევანდელ გამოშვებაში რა თქმა უნდა ორიგინალურ სარეკლამო რგოლებს წარმოგიდგენთ, რომელიც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებში, იყავით ყურადღებით ეთერშია პოპულარული სარეკლამო კამპანიების არაკომერციული ჩვენება. იყო ბანკის ერთგული, კარგი რამაა, მაგრამ საკითხავი ის არის, გაძლევს თუ არა ბანკი ამის შესაძლებლობას და არის თუ არა იგი შენდამი ერთგული? ამერიკულმა ბანკმა Axos Bank ეს საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და საფრთხის დამტკიცებას, რომ ბანკები მომხმარებლებს მართლაც შეიძლება ძარცვავდნენ, კამპანიით შეეცადა. ბანკი სარეკლამო სააგენტო Cutwater-ის მიერ შექმნილი საკმაოდ სახალისო ვიდეორგოლით ცდილობს იმის დამტკიცებასაც, რომ იგი თავისი მომხმარებლების ერთგულია.
ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ რკინიგზის ოპერატორმა LNER, კრეატიულ სააგენტო Anomaly-სთან თანამშრომლობით კამპანია წამოიწყო. ინტეგრირებული კამპანია მოულოდნელ სიმბოლოთა სერიას ასახავს. აქ არიან მეგობრები, ტყუპები, ცხვრები, რომაელი ჯარისკაცები, კეისარი და ა.შ. ასე LNER დროში მოგზაურობის განცდას გვიჩენს, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ქმნის თითოეული მგზავრი ბრენდს და ასევე, რამდენად მრავალფეროვანი მარშრუტები აქვს კომპანიას. კამპანია This is our LNER-ის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლის მიხედვით, თითოელ პერსონაჟს აერთიანებს ის, რომ მატარებელს ისინი სახლში მიყავს.ბიჭები არ ტირიან” – ეს ძალადობის აღმკვეთი მოძრაობის, White Ribbon-ის ახალი კამპანიის სათაურია, რომელიც მამრობითი სქესის მიმართ შექმნილ სტერეოტიპებზე დაგვაფიქრებს. სტიგმები, რომლებსაც ბიჭებს ბავშვობიდანვე უწესებენ, ხშირად იქცევა ხოლმე ტრაგიკული ცხოვრების გამომწვევ მიზეზებად. სარეკლამო სააგენტოების Bensimon Byrne და Narrative-ის კოლაბორაციით შექმნილი 3 წუთიანი ვიდეორგოლის მიზანია, დაფიქრდეს საზოგადოება იმაზე, რომ კაცებიც ადამიანები არიან და მათაც შეუძლიათ ტირილი.რას იფიქრებდით მაშინ, თუკი ბარში 43 წლის ლამაზმანს დაინახავდით, რომელიც იქ მყოფ ყველა მამრს სხვადასხვა სახის თამაშში აჯობებდა? ლუდმა Budweiser-მა გადაწყვიტა, თავის ახალ 1 წუთიან კამპანიაში ცნობილ მსახიობს – შარლიზ ტერონს სწორედ ასეთი როლი მოარგოს. ბრენდი წლების მანძილზე ცდილობდა მსახიობთან თანამშრომლობას მაგრამ პასუხად ყოველთვის უარი იყო, როგორც ჩანს მაინც მოახერხეს ტერონის დათანხმება და შედეგი სწორედ ახლა ნახეთ. BMW-მ კინემატოგრაფიული ვიდეორგოლი გამოუშვა. ესაა ამბავი ლეგენდარულ ავტოპილოტ მაკლანდენზე, რომელსაც სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა უხდება. ის მითიურ არსებებსაც კი უმკლავდება BMW X7-ის დახმარებით. ვიდეორგოლის ტექსტს პოეტურად ახმოვანებს მსახიობი კრის პაინი. ხოლო კადრები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება, რეკლამის ლირიკულ ნაწილს თანამედროვე ეშხს სძენს. თუმცა, ყველაფერი გასაგები ხდება, როდესაც მითიური მძღოლი, მაკლანდენი, აღმოჩნდება დედა, რომელსაც შვილები უბრალოდ სკოლიდან გამოყავს. რეკლამა 2019 წლის “ოსკარის” ცერემონიალზე აჩვენეს.
ტანსაცმლის ბრენდი Gant წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, წამოიწყო კამპანია, რომელიც ხაზს უსვამს პროდუქტის ნებისმიერ დროსთან შესაბამისობას. ვიდეორგოლში მოკლედაა ასახული ბრენდის არსებობის 70 წელი. კამპანიაზე სააგენტო B-Reel-მა იმუშავა. აღნიშნული რეკლამით კომპანიას იმის თქმა სურდა, თუ როგორ გაუძლო დროს მისმა სამოსმა, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, მთავარი წინაა.