ავტობანზე, სოფელ ყარაფილას გადასახვევთან აქცია-პერფორმანსი - "ფრთხილად, 400 მეტრში ოკუპანტია!" გაიმართა. როგორც სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, ეს არის საინფორმაციო ხასიათის აქცია, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს. აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ქონდათ: "შორს ხელები და მავთულხლართები საქართველოდან!", "400 მეტრში რუსი ოკუპანტები არიან!"